

გოგონების ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ 25 ნოემბერს ქალთა მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციებს გამართავს.
ოთხშაბათს, 25 ნოემბერს, ქალთა მოძრაობის წევრები არასრულწლოვანი გოგონების გათხოვებას ქუჩის აქციებით გამოეხმაურებიან.
აქცია-პერფორმანში თბილისში, 20:00 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან გაიმართება. 25 ნოემბერს პარალელურად აქციები გაიმართება ქუთაისში – ოპერის თეატრის წინ, 14:00 საათზე; გორში – თეატრის ბაღი, 14:00 საათზე; ბათუმში – ვარდების ბაღი, 15:00 საათზე; ახალციხე -ახალციხის ცენტრალური პარკი, 14:00 საათზე; ახალქალაქში -ახალქალაქის ცენტრალური პარკი, 14:00 საათზე; გარდაბანში – კულტურის სახლის წინ, 14:00 საათზე; ზუგდიდში – ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი, 14:00 საათზე; თელავში – თეატრის წინ, 14:00 საათზე; მარნეულში – კულტურის სახლის წინ, 14:00 საათზე; ოზურგეთში – თეატრის წინ, 14:00 საათზე; ქობულეთში – გამგეობის წინ, სკვერში 15:00 საათზე; დუისიში, პანკისის ხეობა – საზოგადოებრივი ცენტრი (კლუბი), 14:00 საათზე; ბორჯომში – რუსთაველის მოედანი, 14:00 საათზე.
საქართველოში, ყოველ დღე 4 არასრულწოვანი გოგონა ხდება დედა. საგანგაშოა სტატისტიკა, რომლის მიხედვით, 2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე, 7367-მა გოგონამ მე-7-9 კლასში განათლების მიღება შეწყვიტა, დიდწილად ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
საქართველოს კანონმდებლობით 18 წელი არის ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი. „ სიტყვა „ქორწინება“ შეუფერებელია იმ არასრულწლოვანი გოგონების მდგომარეობის აღსანიშნავად, რომლებიც მშობლებმა ეკონომიკური გაჭირვების თუ ტრადიციების გამო, ფაქტობრივად სახლიდან გააგდეს, გაათხოვეს, გაასხვისეს ნივთივით.“ – აცხადებენ ქალთა მოძრაობის წევრები.
„ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა. ნუ გაათხოვებ! მიეცით გოგონებს ის, რაც ეკუთვნით: საკუთარი ცხოვრება, არჩევანი, სწავლა, დამოუკიდებლობა! “ – ასეთი იქნება აქციების სლოგანი. ქალთა მოძრაობა სახელმწიფოსგან კანონის გამკაცრებასა და მსგავს ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას მოითხოვს.
საკონტაქტო პირები: ბაია პატარაია – 577 11 18 17; იდა ბახტურიძე – 557 588 917
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში