

26-27 ნოემბერს ირანში, მაზანდარანის პროვინციაში გაიმართება მსოფლიოს საკლუბო თასი თავისუფალ ჭიდაობაში სადაც მონაწილეობას 12 ქვეყანა მიიღებს: აშშ, აზერბაიჯანი, კუბა, საქართველო, უნგრეთი, სომხეთი, ბულგარეთი, მონღოლეთი, ბრაზილია, მექსიკა, ბანგლადეში და ირანი.
შეჯიბრი გუნდური ფორმატით კედელი-კედელზე ჩატარდება. 26-ში გუნდური ეტაპის შეხვედრები გაიმართება, 27-ში კი ფინალური შეხვედრები. თასის გამარჯვებული გუნდი 50 000$-ს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული 30 000$, მესამე 20 000$.
საქართველოს ნაკრები შაკო ბედინეიშვილის ხელმძღვანელობით შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:
57 – ლევან მურცხავალძე, ლაშა ტალახაძე
61 – აკაკი მოწონელიძე, შოთა ფარტენაძე
65 – მალხაზ ზარქუა
70 – ალექსანდრე ჯაჭვაძე
74 – ზურაბ ერბოწონაშვილი
86 – ირაკლი მწითური, თედო ებანოიძე
97 – გიორგი კაკაურიძე
125 – თორნიკე ხიდეშელი
მწვრთნელები: შაკო ბედინეიშვილი, ოთარ თუშიშვილი, გოჩა კირკიტაძე
რეფერი მიხეილ გრძელიძე.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების