

ამ წუთებში გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამოსწავლო გაზეთის „იმედი ხვალის“ მორიგი ნომერი მზადდება.
გაზეთს „იმედი ხვალის“ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან არსებული ჟურნალისტთა სკოლის ახალი ნაკადის სტუდენტები ამზადებენ.
დაგეგმვისა და სტატიების მომზადების ეტაპები უკვე გავიარეთ. ამჟამად ტექსტების რედაქტირებაზე, ფოტოების არჩევასა და მაკეტირებაზე ვმუშაობთ.
ჟურნალისტიკით დაინტერესებული ხარაგაულელი უფროსკლასელები „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტთა ცოდნასა და წლების მანძილზე შეძენილ გამოცდილებას ეცნობიან. „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტებისთვის კი უფროსკლასელებთან ურთიერთობა საუკეთესო სტიმული და შესაძლებლობაა საინტერესო და მრავალფეროვანი ახალგაზრდული გაზეთის გამოსაშვებად.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების