

„მე თვითონ მწყდება გული, რომ ბიუჯეტის ასეთი პროექტი შემომაქვს, მაგრამ სხვა გზა არ არის, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი – რასაც მომცემთ შენიშვნას, ყველაფერს გავითვალისწინებთ. ჩვენ შემოსავლები ავიღეთ მაქსიმუმი, რაც კი შეიძლებოდა რომ აგვეღო ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის დღევანდელი გადასახედიდან. მომავალ წელს რა იქნება, ვერ გეტყვით. იქნებ, დაგეგმილზე ორჯერ მეტი შემოვიდეს და შესაძლოა, რაც დავგეგმეთ, იმდენიც ვერ მივიღოთ“.
საკრებულოს სხდომაზე ვლადიმერ გელაშვილმა აღნიშნა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვრება 6 607 100 ლარით, მათ შორის გადასახადები – მილიონ 230 ათასი ლარი; მათ შორის საშემოსავლო გადასახადი ფიზიკურ პირთა საქმიანობიდან 280 ათასი ლარი, ქონების გადასახადი საქართველოს საწარმოთა ქონებაზე 80 ათასი ლარი, ქონების გადასახადი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 870 ათასი ლარი.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათვალისწინებული ტრანსფერია 4 192 100 ლარი. აქედან გათანაბრებითი ტრანსფერია 4 054 100 ლარი, მიზნობრივი ტრანსფერი – 138 ათასი ლარი. სხვა შემოსავლები გვაქვს მილიონ 165 000 ლარი. აქედან მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის – 100 ათასი ლარი.
შემოსავალი მიწის იჯარიდან და მართვაში გადაცემიდან – 40 ათასი ლარი; ადგილობრივი მოსაკრებლები – 25 ათასი ლარი; ჯარიმები, სანქციები და საურავები – მილიონი ლარი;
არაფინანსური აქტივების კლება – 20 ათასი ლარი.
სულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავალი დაგეგმილია 2 415 ათასი ლარით; ტრანსფერი იქნება 4 192 100 ლარი, მთლიანობაში შემოსავალი იქნება 6 607 100 ლარი.
2016 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხარჯებიც განისაზღვრება 6 607 100 ლარით.
აქედან წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ოგანოების ხარჯი (საკრებულო და გამგეობა) იქნება 2 004 100 ლარით; აქედან საკრებულო – 536 800 ლარი, გამგეობა – მილიონ 587 600 ლარი. სარეზერვო ფონდი 2016 წლისთვის დაიგეგმა 50 ათასი ლარით. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს სარეზერვო ფონდი განსაზღვრული იყო 85 ათასი ლარით. საკრებულოს თავმჯდომარის შეკითხვაზე, თუ რატომ მცირდება 2016 წლისთვის სარეზერვო ფონდი, საფინანსო სამსახურის უფროსმა უპასუხა, რომ მომავალი წლის შემოსავლები არ ჰყოფნის აუცილებელ ხარჯებს და თუ შემოსავალი მოიმატებს, გადაიტანენ თანხას სარეზერვო ფონდში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით თავდაცვისთვის განსაზღვრულია 99 ათასი ლარი;
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაციაზე გათვალისწინებული იქნება მილიონ 182 200 ლარი;
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა – 229 ათასი ლარი;
გზების მშენებლობაზე – 180 ათასი, ხიდბოგირების მშენებლობაზე – 40 ათასი, მოსახლეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა – 9 ათასი ლარი;
კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 701 200 ლარი; აქედან საკანალიზაციო არხების, დამბებისა და წყლის შემკრები ავზების მოწყობა – 10 000 ლარი; დასუფთავების ღონისძიება – 405 ათასი ლარი; წყლის სისტემის რეაბილიტაცია – 59 700 ლარი; გარეგანათების რეაბილიტაცია – 226 500 ლარი;
კეთილმოწყობის ღონისძიებები (პარკებისა და სკვერების მოვლა-პატრონობა) – 192 ათასი ლარი;
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების წესით განხორციელდება კიცხში სოფლის სახლის მშენებლობა – 50 ათასი ლარი;
სოფლის მეურნეობის დაფინანსება – 10 ათასი ლარი, – გაგრძელდება მარტივი ტიპის ვაზის სანერგე მეურნეობის დაფინანსება კიცხში;
განათლება – მილიონ 018 500 ლარი; აქედან სკოლამდელი განათლება 808 500 ლარი;
ზოგადი განათლება 105 ათასი ლარი – ბორის საჯარო სკოლის პანსიონური მომსახურება;
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი – 104 ათასი ლარი;
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები – მილიონ 347 ათასი ლარი;
აქედან სპორტის განვითარებაზე – 511 ათასი ლარი;
მათ შორის, სპორტული ღონისძიებების დაფინანსება – 10 ათასი ლარი;
სპორტული განვითარებისა და მართვის ცენტრი – 205 ათასი ლარი;
საფეხბურთო კლუბი ჩხერიმელა – 183 ათასი ლარი;
სპორტული გამაჯანსაღებელი და შიდა ტურიზმის ცენტრი – 113 ათასი ლარი;
კულტურის განვითარების ხელშეწყობა – 711 ათასი ლარი;
მათ შორის სამუსიკო სკოლა – 90 ათასი ლარი;
ხალხური შემოქმედების სახლი – 72 ათასი ლარი;
კულტურის ცენტრი – 232 ათასი ლარი;
ცენტრალური ბიბლიოთეკა – 180 ათასი ლარი; აქედან 30 ათასი არის ახალი შენობისათვის ინვენტარის შეძენა;
ისტორიული მუზეუმი – 87 ათასი ლარი;
ლიტერატურული თეატრი – 50 ათასი ლარი;
ტელერადიომაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა – 60 ათასი ლარი;
ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება – 15 ათასი ლარი;
რელიგიის დაფინანსება – 50 ათასი ლარი;
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა – 756 ათასი ლარი;
აქედან საზოგადოებრივი ჯანდაცვა – 104 ათასი ლარი;
სოციალური პროგრამები – 652 ათასი ლარი;
უფასო სასადილოს დაფინანსება – 97 ათასი ლარი;
სოციალურად დაუცველი ოჯახების მკურნალობა და დახმარება – 503 ათასი ლარი;
ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახების დახმარება – 20 ათასი ლარი;
ვეტერანთა და ლტოლვილთა დაკრძალვის ხარჯები – 2 ათასი ლარი;
სტიქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა – 30 ათასი ლარი.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“