

ფარცხნალში საავტომობილო გზის მშენებლობა იწყება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა მშენებელი ორგანიზაციის შესარჩევად ტენდერი 11 ნოემბერს გამოაცხადა. მშენებელი ორგანიზაციებისგან წინადადებების წარდგენის ვადა დღეს, 19 ნოემბერს, იწურება.
ფარცხნალის გზის მშენებლობის სავარაუდო ღირებულებაა 250 396 ლარი.
ხარაგაულში ასევე დაგეგმილია ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზის შეკეთება, დეკანოსიძის ქუჩაზე წყალამრიდი არხის მოწყობა და სოფელ ჯაფარეულის ცენტრალური გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა. ამ სამუშაოების შესრულების სავარაუდო ღირებულება 9 246 ლარია. ამ პროექტების განსახორციელებლად ასევე გამოცხადებულია ტენდერი. მშენებელი ორგანიზაციებისგან წინადადებების მიღება 29 ნოემბრიდან დაიწყება და 4 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ფოტოზე: ხარაგაულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი