

16 ნოემბერს 14 საათზე ქუთაისში საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია გამართავს მრგვალ მაგიდას (დისკუსიას) თემაზე: „ტრეფიკინგი, როგორც დანაშაული და მისი პრევენციის გზები.“
დისკუსია ტარდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში, რომელსაც „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ახორციელებდა იმერეთის რეგიონში ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით. პროექტის ადმინისტრირებას კი ახორციელებდა დანაშაულის პრევენციის ცენტრი.
პროექტის მიზანი გახლდათ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სფეროში, როგორც სრულწლოვანთა, ისე არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული დანაშაულისა და არალეგალური მიგრაციის საფრთხეების შესახებ, ტრეფიკინგისაგან თავის დაცვის საშუალებებისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის სახელმწიფო სერვისების მიწოდების თაობაზე.
მრგვალი მაგიდის მონაწილეები ისაუბრებენ შემდეგ თემებზე:
მრგვალ მაგიდაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, დანაშაულის პრევენციის ცენტრის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა სახელმწიფო დაცვის ფონდის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა თუ სხვა არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.
ამავე შეხვედრაზე დაჯილდოვდებიან ტრეფიკინგის თემაზე გამოცხადებული მედიაკონკურსის გამარჯვებულები. დისკუსიას მოდერაციას გაუწევს საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, რომელიცასევე, შეაჯამებს პროექტის ფარგლებში გაწეულ საქმიანობას.
შეხვედრა გაიმართება 16 ნოემბერს 14 საათზე ქუთაისში, რუსთაველის გამზირი 37, პრესის სახლი, მე-4 სართული, გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“ საკონფერენციო დარბაზში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის კოორდინატორს, ნატო გუბელაძეს 577247711; 599107794
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი