

ხარაგაულში 3 ნოემბერს „ეტალონის“ მეორე ტური ჩატარდა. მასში პირველ ტურში გამარჯვებული 25 მოსწავლე მონაწილეობდა. „ეტალონის“ მეორე ტურს თავად პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
ფინალში ერთმანეთს მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ფცქიალაძე და ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნონა მაჭავარიანი შეხვდნენ. დაძაბულ პაექრობაში მარელისელმა მარიამ ფქციალაძემ გაიმარჯვა. მესამე ადგილზე გავიდა ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლე სოსო გოგოლაძე.
მარიამი 21 მაისს თბილისში „ეტალონის“ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
ხარაგაულის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს – მარიამ ფცქიალაძეს, ნონა მაჭავარიანს და სოსო გოგოლაძეს მუნიციპალიტეტის გამგებელი ლეპტოპებით დააჯილდოვებს.
„ეტალონის“ მეორე ტურის ყველა მონაწილეს გოჩა ტყეშელაშვილმა სიგელები გადასცა.
შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ მარიამ ფცქიალაძეს.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი