

მიმდინარე კვირაში სს ენერგო–პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს.
03 ნოემბერს 10:00-16:00 საათამდე პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ძაბვა შეუწყდება მ/ძ ქვესადგურ „მოლითი-წევას“ დაახლოებით 1870 აბონენტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვახანი, ბაბი, დეისი, ზედუბანი, სერბაისი, ქვები, ჭარტალი, მოლითი, ანიულა, ზვარე, ჩრდილი, ნუნისი, ნებოძირი, ბეჟათუბანი.
06 ნოემბერს გაჩეხვითი სამუშაოების ჩატარების მიზნით გამოირთვება მაღალი ძაბვისგადამცემი ხაზი „შროშა“, რის გამოც 10:00-17:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეუწყდებათ ქვესადგურების„საქასრიას“ და „შროშას“ მომხმარებლებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საქასრია, ბორითი, უბისა, ღორეშა, მაქათუბანი, გედსამანია, ბჟინევი, გრიგალათი, ვერტყვიჭალა, ნადაბური, ციცქიური, წაქვა, ხევი, ხუნევი. აგრეთვე ზესტაფონის რაიონის სოფლებს შროშა, საწაბლე, დიდი და პატარა განთიადი.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების