

ერთი წლის წინ, პირველ ნოემბერს, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მაშინდელი ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის (კაპანაძე) ლოცვა-კურთევით ლაშის ვანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ტრაპეზი ეკურთხა.
ამ დღის აღსანიშნავად დღეს ლაშეში წირვა მამა ანტონმა (სულთანიშვილი) და მამა სერაფიონმა (კიკალიშვილი) აღავლინეს. წირვას დაესწრო მოძღვარი მამა ანდრია (მარუაშვილი).
„მადლობა უფალს დღევანდელი მსახურებისთვის, – მიმართა წირვის შემდეგ მრევლს მამა ანტონმა, – მეუფე დიმიტრიმ ერთი წლის წინ აკურთხა ამ ტაძრის საკურთხეველი და ტრაპეზი. მისივე ლოცვა-კურთხევით პირველ ნოემბერს ტაძრის აღდგენის დღესასაწაული დაწესდა. დიდებული დღეა. გადმოგცემთ მეუფე მელქისედეკის ლოცვა-კურთხევას, რომელმაც დღეს მოსვლა ვერ შეძლო.
მოგეხსენებათ, 70 წლიანმა კომუნისტურმა მმართველობამ დაღი დაასვა არაერთ ტაძარს, მათ შორის – ლაშის ეკლესიას, მაგრამ ღვთის მადლს წინ ვერავინ დაუდგება. დღეს რომ ლაშეში წირვა აღევლინება, ეს ღვთის დიდი მადლია.
ყველას გილოცავთ ამ მშვენიერ დღეს. ძვირფას სტუმრებთან – მამა სერაფიონთან და მამა ანდრიასთან ერთად აღვავლინეთ წირვა. ეს ეკლესია მამა ანდრიას ხარაგაულში მსახურებისას ეკურთხა, ხოლო მამა სერაფიონი ამ სოფლის შვილია. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.
ჩვენთან არს ღმერთი.“
ნინო კაპანაძე
დღეს, 14 აპრილს, საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.