

17 ოქტომბერს დაიწყო და პირველ ნოემბერს დასრულდება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური. ოლიმპიადა სკოლებში ტარდება და მასში ზოგადსაგანამანთლებლო დაწესებულებების მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელები მონაწილეობენ.
ოლიმპიადა უკვე ჩატარდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში, რუსულ ენაში, ფიზიკაში, გერმანულ ენაში, ისტორიასა და ინგლისურ ენაში.
31 ოქტომბერს 10:00 საათზე ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება გეოგრაფიაში, 14 საათზე – ფრანგულში, პირველ ნოემბერს 10:00 საათზე – ქიმიაში.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის პედაგოგის, თინათინ ბოჭორიშვილის ინფორმაციით, ოლიმპიადაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა საშუალო სკოლაა ჩართული.
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას შეფასებისა და გამოცდებს ეროვნული ცენტრი ატარებს. შედეგები ამავე ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი