

სოციალურ ქსელში გავრცელდა საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების მიმართვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება შეშფოთებას გამოთქვამს წამების კადრების ფრაგმენტების გავრცელების გამო და საქართველოს მთავრობას, პოლიტიკოსებს, მედიისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს მოუწოდებს შეწყვიტონ ძალადობრივი შინაარსის მქონე კადრების გავრცელება, ასევე ძალადობის გამართლება, მისი ნორმალიზაცია, რომ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის მასშტაბის ზრდა და სამოქალაქო დაპირისპირება.
ვთხოვთ განსაკუთრებული სიფრთხილით და პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს, რომ ნებით ან უნებურად ხელი არ შეუწყონ პირველ რიგში, წამების მსხვერპლი ადამიანების ხელახალ ტრავმირებას და ასევე, საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების (განსაკუთრებით, ბავშვებისა და მოზარდების) და მთლიანად საზოგადოების ტრავმირებას.
სამეცნიერო მტკიცებულების თანახმად, წამებისა და ძალადობის კადრების ტირაჟირებისას იზრდება შემდეგი რისკები:
-ნაწამებ ადამიანებში წამების ტრავმასთან დაკავშირებული მძიმე ემოციები ცოცხლდება, ხდება რეტრავმატიზაცია;
-ადამიანი, რომელიც ძალადობრივ კადრებს უყურებს, ძლიერი ემოციების ფონზე, მსხვერპლთან ან აგრესორთან იდენტიფიცირდება, რაც მასში შიშს, უსუსურობას, სიძულვილს იწვევს, და სწორედ ეს სულისკვეთება მკვიდრდება საზოგადოებაშიც;
-მოზარდ თაობაში ზრდასრულთა სამყაროს მიმართ უნდობლობა და დაუცველობის განცდა, განუკითხაობისა და ნიჰილიზმის განწყობები ჩნდება, რაც ვნებს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ზრდის ასოციალური ქცევის რისკს;
-ძალადობის ტირაჟირება იწვევს ადამიანის/საზოგადოების მხრიდან მისთვის „თვალის შეჩვევას“, ძალადობის ნორმალიზაციას, მის ნორმად ქცევას. ძალადობაზე საპასუხო ძალადობა ხელს უშლის ქართულ საზოგადოებას გამოვიდეს მსხვერპლი-აგრესორის მანკიერი წრიდან.
ამ ფონზე არ არის გასაკვირი, რომ უკანასკნელ დღეებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დარბევის ფაქტები მოხდა. წამებასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე რეაგირება აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომით, კონსტიტუციის ფარგლებში, საზოგადოების მონაწილეობით, ობიექტური გამოძიების საფუძველზე დამნაშავეების გამოვლენა-დასჯითა და დაზარალებულების მიმართ ზრუნვითა და მათი რეაბილიტაციით უნდა განხორციელდეს.
საზოგადოებაში უნდა ამუშავდეს დიალოგის, მონანიებისა და პატიების ინსტრუმენტები რომ უზრუნველყოფილი იყოს დაპირისპირებული მხარეების მშვიდობიანი თანაარსებობა.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყონ პოლიტიკური დაპირისპირების მშვიდობიანი გზით მოგვარება.მოვუწოდებთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ავრცელებენ წამების ვიდეო-მასალებს, შეწყვიტონ ეს მანკიერი პრაქტიკა.
საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ გაჭირვებულ და
22 დეკემბერს 11 ტენდერი გამოაცხადა ხარაგაულის თვითმმართველობამ,
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია, ხელშეკრულებით
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დღეს,