

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის“ სამოქმედო გეგმის 9 თვის შესრულების ანგარიში განიხილეს. ბორჯომში გამართულ სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გახსნა. როგორც ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმა და მისი სრულფასოვნად შესრულება, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის წარმატებულად განხორციელებითვის აუცილებელი მექანიზმია.
აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმის შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარების ხელშწყობა; ინსტიტუციური მოწყობის სრულყოფა; საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ეფექტიანი ფუნქციონირება; საბაზრო ურთიერთობების მოთხოვნების შესაბამისად ფერმერთა გადამზადება; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინტეგრირებული განვითარება; სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; სტატისტიკური აღრიცხვიანობის გაუმჯობესება; საბაზრო საინფორმაციო სისტემის შექმნა; სასურსათო უსაფრთხოების ანალიზისა და მონიტორინგის ხარისხის გაუმჯობესება; მოქნილი საკანომდებლო ინიციატივების შემუშავება და განხორციელება; ფერმერთა ცოდნის ამაღლება და ეფექტიანი სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მომსახურების გაწევა ექსტენციის სტრატეგიის შემუშავება;
სამოქმედო გეგმის განხილვას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტი გორან ზივკოვი ესწრებოდა, რომელმაც სოფლად განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და ევროკავშირის გამოცდილებაზე დაყრდნობით მომზადებული ანალიზი წარადგინა.
ბორჯომში გამართული სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის (ENPARD) და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის ,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში გაიმართა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამმართველო
ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე სხდომათა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედმა სამმა საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია
ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი საბავშვო ბაღისთვის
ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მერიის კულტურის სამსახურის ანგარიში, მერის
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის