

ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის მოძღვარის, მამა ანტონის (სულთანიშვილი), ლოცვა-კურთხევით, ოთხშაბათობით, 17 საათზე, ხარაგაულის სამლოცველოში ანდრია პირველწოდებულისადმი სავედრებელი პარაკლისი აღევლინება.
„მოგეხსენებათ, რომ ხარაგაულთან და მთა რკინისჯვართან დაკავშირებულია ანდრია პირველწოდებულის სახელი. მისი ნაკვალევია ამ ადგილებში და ხარაგაული განსაკუთრებულ მფარველობას გრძნობს მისგან. გადავწყიტეთ, აღვავლინოთ პარაკლისი და მეოხება ვთხოვოთ წმიდა ანდრიას,“ – აღნიშნა მამა ანტონმა 25 ოქტომბერს წირვის შემდეგ ქადაგებისას.
მამა ანტონის ინფორმაციით, საფრანგეთში მცხოვრები ზესტაფონელი მრევლის შემოწირულობით ხარაგაულის სამლოცველო სახლს ანდრია მოციქულის ძვირფასი ხატი შეემატება.
„თქვენი სურვილისამებრ ხატს ოჯახებში მივაბრძანებთ,“ – აღნიშნა მამა ანტონმა.
მისივე ინფორმაციით, „კვირას, პირველ ნოემბერს, ლაშის ვანის ღვთისმშობლის ეკლესიაში აღინიშნება ტაძრის აღდგინების დღე. ეს დღე მეუფე დიმიტრიმ (კაპანაძე ) დააწესა. მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) მოიწონა ეს ტრადიცია და წირვის შემდეგ ლაშის ტაძარში პარაკლისს მეუფე მელქისედეკი აღავლენს.“
ნინო კაპანაძე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში