

ხარაგაულის შემოსასვლელში, – ციხის ყელიდან ცაშეკრულას კანიონამდე, – ტურ-თამაშები ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი (ხელმძღვანელი მამუკა ჭიპაშვილი).
ტურ-თამაშებში გამგეობისა და კულტურის ცენტრის გუნდები მონაწილეობდნენ. „ღონისძიების მიზანი არ არის მხოლოდ თამაში. იმის მიუხედავად, რომ ხარაგაულში დავიბადე და გავიზარდე, ეს ულამაზესი ადგილები პირველად მხოლოდ რამდენიმე თვის წინ ვნახე. ცაშეკრულა რქმევია ამ ადგილს, სადაც საოცარი კანიონია,“ – აღნიშნა მამუკა ჭიპაშვილმა ტურ-თამაშების დაწყებამდე.
მისივე ინფორმაციით, გეომორფოლოგი, პროფესორი გიორგი დვალაშვილი ხარაგაულში იკვლევს ბუნების ძეგლებს. „ვაჩვენეთ ეს ადგილი, ძალიან მოეწონა და გვითხრა, რომ ცაშეკრულას კანიონი შეიძლება იყოს ერთ-ერთი საჩვენებელი ადგილი ტურისტებისთვის, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ აქ მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.“
მამუკა ჭიპაშვილის თქმით, დიდი შანსია, რომ მუზეუმის რენოვაციის პროექტში, რომელიც ითვალისწინებს მოკლე ტურისტულ მარშრუტსაც, ხანდების ცაშეკრულას კანიონამდე მისასვლელი ბილიკი ჩაერთოს.
გუნდებს ღონისძიების ბოლოს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდათ – ღონისძიების ორგანიზატორებმა თამაშის დაწყებისას გადაღებული ფოტოები დაბეჭდილი და ჩარჩოში ჩასმული დაახვედრეს.
გამგეობის გუნდის წევრ მარი ხარატიშვილისთვის ეს ერთ-ერთი დაუვიწყარი დღე იყო. „ტურ-თამაშები სახალისო და საინტერესო გამოვიდა. კარგი იყო, რომ ბოლოს მეგობრობამ გაიმარჯვა,“ – ამბობს მარი.
კულტურის ცენტრის გუნდის წევრ დავით კვირიკაშვილს არ ეგონა, თუ ხარაგაულში ასეთი ადგილი იყო. „ყოველთვის კარგ ღონისძიებებს ატარებს მამუკა ჭიპაშვილი და დღევანდელი დღეც ლამაზი და კარგია, – სახალისოც გამოვიდა და გაცნობითი ხასიათისაც. ძალიან ორიგინალური იყო, ბოლოს დაბეჭდილი და ჩარჩოში ჩასმული ფოტოები რომ დაგვახვედრა,“ – ამბობს დავითი.
ნინო კაპანაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“