

საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალი „გორი 2015“ ხვალ, 23 ოქტომბერს, საზეიმოდ დაიხურება.
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ (რეჟისორი ირინე ჩხეიძე) ოთხ ნომინაციაზეა წარდგენილი:
საუკეთესო მხატვრობა (მხატვარი გაიოზ შუბითიძე);
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი (პელაგია – ლუიზა კიკნაძე);
საუკეთესო რეჟისორი (ირინე ჩხეიძე);
საუკეთესო სპექტაკლი.
ფესტივალი, რომლის ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, 11-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.
ფესტივალში მონაწილეობდნენ სამტრედიის, საგარეჯოს, საჩხერის, წყალტუბოს, ბორჯომის, ბაღდათის, ჩოხატაურისა და ხელვაჩაურის სახალხო თეატრები.
სახალხო თეატრების ფესტივალის ჟიურის წევრები არიან თეატრთმცოდნეები ნიკა წულუკიძე, ლელა ოჩიაური და ლაშა ჩხარტიშვილი.
წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულის სახალხო თეატრს.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი