

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის (დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე) თანამშრომლები ვიმყოფებოდით ვახანის, მოლითის, მარელისის და ლეღვანის საჯარო სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.
დირექტორმა შმაგი ხიჯაკაძემ ისაუბრა C-ჰეპატიტის გამომწვევ მიზეზებზე, განვითარებაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე, განმარტა C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მნიშვნელობა და აგრეთვე სახელმწიფოსა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარე პროგრამების შესახებ.
ექიმმა-პარაზიტოლოგმა ნინო ყიფშიძემ და პარაზიტოლოგიის ექიმის თანაშემწემ ნინო ღამბაშიძემ გამოიკვლიეს ვახანის, მოლითის, მარელისისა და ლეღვნის საჯარო სკოლების I-IV კლასის მოსწავლეები და ამავე სოფლების საბავშვო ბაღების აღსაზრდელები პარაზიტოლოგიურ დაავადებათა აღმოჩენის მიზნით.
ექიმმა-პროფილაქტიკოსმა თათია ბლუაშვილმა ჩაატარა ლექცია-საუბარი ჰიგიენის მნიშვნელობაზე დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან, ასევ ჩაატარა სკოლებისა და ბაღების მონიტორინგი სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე.
ეპიდემიოლოგიის თანაშემწე ლელა კაციტაძე გაესაუბრა მაღალი კლასების მოსწავლეებს გაცივებისა და გრიპის გამომწვევ მიზეზებზე, მათი თავიდან აცილების საშუალებებზე და გადასცა მათ საინფორმაციო ბუკლეტები.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ასევე იკვლევს საჯარო სკოლებში სასმელი წყლის ხარისხს. აღებული წყლის ნიმუშები გადავაგზავნეთ ქუთაისის ლაბორატორიაში.
ჩვენი სამსახური მადლობას უხდის სკოლის დირექტორებსა და საბავშვო ბაღების გამგეებს თანამშრომლობის, გამოჩენილი გულისხმიერებისა და გაწეული დახმარებისათვის.
ცირა სხილაძე
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“