

ვახანის საავტომობილო ხიდის მოწყობას ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 6 415 ლარად გეგმავს.
ხიდის აღსადგენად გამოცხადებულ ტენდერში მშენებელი ორგანიზაციებისგან წინადადებები 3 ნოემბრამდე მიიღება.
ასევე დაგეგმილია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიის ცენტრალური სასოფლო გზის რეაბილიტაცია. ამ გზის კაპიტალური შეკეთებისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ტენდერი 20 ოქტომბერს გამოაცხადა 2 500 ლარად (დღგ-ს გარეშე). საპროექტო ორგანიზაციებისგან წინადადებები 26 ოქტომბრამდე მიიღება.
თავად პროექტი კი, – გედსამანიის ცენტრალური სასოფლო გზის კაპიტალური შეკეთება, – სავარაუდოდ, 500 000 ლარი ღირებულების იქნება. განსაზღვრულია 3 კილომეტრზე 16 სმ სისქისა და და 3 მეტრი სიგანის ბეტონის გზის მოწყობა.
ვიდრე გედსამანიის გზის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შედგება და შემდეგ ტენდერით შემსრულებელი სამშენებლო ორგანიზაცია შეირჩევა, გედსამანიის სტიქიით დაზიანებული გზის შესაკეთებლად 4 235 ლარი განისაზღვრა.
აღნიშნული თანხა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა, ერთ პირთან მოპალარაკების გზით, 9 სექტემბერს დადებული #236 ხელშეკრულების თანახმად, შპს „ხარაგაული 2011“-ს (დირექტორი ზაზა კაციტაძე) გამოუყო.
ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო გოლათუბნის, ლეღვნის, ხუნევის, ვერტყვილას, ბჟინევის, ხევის, ბორითის, ბორისა და ქროლის სტიქიისაგან დაზიანებული საავტომობილო გზების შეკეთება.
კერძოდ, #236 ხელშეკრულების თანახმად,
გოლათუბნის სასოფლო გზის შესაკეთებლად განსაზღვრული იყო 801 ლარი;
ლეღვანში სტიქიისაგან დაზიანებული არხის, მდინარის ნაპირის დამცავის აღსადგენად – 6 822 ლარი;
ხუნევის დაზიანებული გზის შესაკეთებლად – 2 280 ლარი;
ვერტყვილასა და ბჟინევის გზების აღსადგენად – 3 831 ლარი;
ბორში გზის შესაკეთებლად – 9 061 ლარი;
ქროლში გზის აღსადგენად – 2 614 ლარი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროს არჩილ ლურსმანაშვილისგან მიღებული ინფორმაციით, „იმის გამო, რომ მომავალში მუნიციპალიტეტი გეგმავს ფართო მასშტაბით ჩაატაროს აღდგენითი სამუშაოები წიფის, ლეღვნის, კიცხისა და ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ამიტომ ზედმეტად ჩავთვალეთ ამ ეტაპზე ამ სოფლებში ხარჯების გაწევა. ამის შესახებ 24 სექტემბერს ვაცნობეთ შპს „ხარაგაული 2011-ს“, – ამბობს არჩილ ლურსმანაშვილი. მისივე ინფორმაციით, წიფის, ლეღვნის, კიცხისა და ბაზალეთის ტერიტორიულ ერთეულებში შემავალ სოფლებში დაზიანებული სასოფლო გზები უახლოეს ხანში აღდგება.
არჩილ ლურსმანაშვილის თქმით, ხუნევში, ხევსა და ბორითში სტიქიისგან დაზიანებული სასოფლო გზები შეკეთებულია.
ლაურა გოგოლაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“