

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის ცხრა თვის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში 7732.9 ათ. ლარით განისაზღვრა.
გამგეობისგან საკრებულოსთვის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ფაქტობრივად მიღებულია 6798,4 ათ. ლარი, ანუ გეგმა შესრულებულია 87.9 პროცენტით.
საკუთარი შემოსულობების ცხრა თვის გეგმა განისაზღვრა 1095.2 ათ. ლარით. ფაქტობრივად მობილიზებულია 950.9 ათ. ლარი. გეგმა შესრულებულია 86.8 პროცენტით. გეგმის შესრულებას დააკლდა 144.3 ათ. ლარი.
გადასახადებიდან მუნიციპალიტეტს დაგეგმილი 214,4 ათ. ლარიდან მიღებული აქვს 364,9 ათ. ლარი. მათ შორის საწარმოთა ქონების გადასახადი – 60,5 ათ. ლარი, ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი – 0,1 ათ. ლარი და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი – 304,3 ათ. ლარი. ფაქტობრივად მიღებული გადასახადები, გასული წლის ცხრა თვესთან შედარებით, გაზრდილია 308,7 ათასი ლარით.
სხვა შემოსავლების ცხრა თვის გეგმა განისაზღვრა 880,8 ათ. ლარით. ფაქტობრივად კი მიღებულია 574,6 ათ. ლარი, – დაგეგმილზე 306,2 ათასი ლარით ნაკლები.
იკლო ბანკიდან მისაღები პროცენტების ოდენობამ და დაგეგმილი 45,0 ათასი ლარის ნაცვლად მიღებულია მხოლოდ 30,7 ათასი ლარი. ასევე არ შესრულდა მოსაკრებელის გეგმა ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო შემოსავალი დაგეგმილი ჯარიმებიდან 281,2 ათასი ლარის ოდენობით. ამ სახეში დაგეგმილი 750,0 ათასი ლარიდან შემოსულია მხოლოდ 468,8 ათასი ლარი, – გეგმა შესრულებულია 62,5 პროცენტით.
რაც შეეხება იჯარიდან და ადმინისტრაციული მოსაკრებლებიდან შემოსულობების გეგმებს, შესრულებულია როგორც ცხრა თვის, ასევე წლიური გეგმაც.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შედეგები საკრებულოს ბიუროს წევრებმა განიხილეს.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“