

დეპუტატთა მოთხოვნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიამ შეისწავლა, რამდენად მიზნობრივად გამოიყენეს სტიქიით დაზარალებულმა ოჯახებმა ბიუჯეტიდან მიღებული თანხები.
კომისიის თავმჯდომარე გივი თხელიძის ინფორმაციით, მან კოლეგებთან ერთად ხარაგაულში, კიცხსა და ვარძიაში ყველა ოჯახი მოინახულა და ადგილზე გაეცნო ვითარებას.
მისივე თქმით, 2014 და 2015 წლებში გაცემული თანხებით ბენეფიციართა ნაწილმა გარკვეული სამუშაო შეასრულა. უმეტესობას ან საერთოდ არაფერი გაუკეთებია, ან მხოლოდ სამშენებლო მასალები შეიძინეს.
„ასეთი სახით ამ პროგრამის გაგრძელება არაეფექტურია. თანხის ნაწილი წყალში გადაყრილია, – აღნიშნა ბიუროს სხდომაზე გივი თხელიძემ, – შეიძლება ოჯახს გარკვეული პრობლემა მოუგვარდა, მაგრამ სახლზე სახურავი ისევ არ აქვს. ჩემი მოსაზრებით, პირველი კატეგორიის ბენეფიციარები უნდა დაკმაყოფილდნენ. შეიძლება სამშენებლო მასალა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს შეუძინოს გამგეობამ.“
სკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა ბარბაქაძის თქმით, ბორითის ადმინისტრაციული ორგანოს სოფლებიდან მისთვის ცნობილია სტიქიით დაზარალებული რამდენიმე ოჯახი, რომელთაც მიღებული თანხით არაფერი გაუკეთებიათ, – ზოგმა ვალი გაისტუმრა, ზოგმა ბავშვებს რაღაც უყიდა და ა. შ.
დეპუტატ ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, რამდენიმე ოჯახმა თუ ვერ გამოიყენა მიზნობრივად თანხა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროგრამა არაეფექტურია. მისი მოსაზრებით, ზედმეტი ხარჯი იქნება სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის მასალების შეძენა და, შესაძლოა, სამშენებლო მასალებიც არაეფექტურად და არამიზნობრივად გამოიყენონ.
საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, უნდა განისაზღვროს მოქმედი პროგრამის ეფექტიანობა და კონკრეტული რეკომენდაციები შემუშავდეს მის გასაუმჯობესებლად. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეპუტატმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვას.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“