

ათამდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ხარაგაულელი მოზარდი თავის თანატოლებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ.
„მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ მხარდაჭერით ისტორიულ მუზეუმთან ერთად მოვაწყვეთ ერთობლივი ღონისძიება, – ამბობს ა/ო „ნაბიჯი ხარაგაული“-ს ხელმძღვანელი რუსუდან გურგენიძე, – ასეთი სახით მათი ინტეგრაცია საზოგადოებასთან საჭირო და აუცილებელია.“
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ნინო დიდიძემ სტუმრებს ბუნებისა და ეთნოგრაფიის განყოფილება დაათვალიერებინა და აჩვენა ფილმი ბუნების შესახებ. მოზარდებმა დარბაზში ერთმანეთი გაიცვნეს და სურვილის მიხედვით – ზოგმა ხატვა დაიწყო, ზოგმა ძერწვა. მუზეუმში მათ ასაწყობი მასალა დაახვედრეს, რითაც შექმნეს ექსპონატების ფოტო ასლები.
ხუთი წლის ანდრიას დედა დარეჯან კავილაძე ამბობს, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობას თანატოლებთან და მათი ინტერესების გათვალისწინებას.
მუზეუმის ყველა სტუმარი მოზარდი დასაჩუქრდა. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს რუსუდან გურგენიძემ გადასცა წიგნები, რომელიც ხელის მოტორიკის განვითარებას ხელს შეუწყობს.
ისტორიული მუზეუმის თანამშრომლები სტუმრებს ტორტით გაუმასპინძლდნენ.
ღონისძიებაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ნინო კაპანაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი