

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან პროექტ „ეტალონის“ შესარჩევი ტურის მონაწილე 113 მოსწავლიდან 25 გამარჯვებული გამოვლინდა.
ხარაგაულის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი კულტურის საკითხებში დავით ჩადუნელი განმარტავს, რომ კონკურსის პირობის თანახმად, შემდგომ ეტაპზე ყველა სკოლიდან ერთი გამარჯვებული გადავიდა.
„ეტალონის“ მორიგ ტურში ჩაერთვებიან:
ნინო ჭყოიძე – ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა;
ნონა მაჭავარიანი – ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა;
სოფო შველიძე – ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია;
რომან სახვაძე – უბისა;
ანა მაღრაძე – ვახანი;
გიორგი სებისკვერაძე – ღორეშა;
საბა გრიგალაშვილი – ხევი;
სოსო გოგოლაძე – ბორითი;
მარიამ შარიქაძე – ლეღვანი;
თამარ ლომიძე – ხუნევი;
მარიამ ფცქიალაძე – მარელისი;
გიორგი მდინარაძე – კიცხი;
მარიამ ბერიშვილი – ვარძია;
გიორგი ლურსმანაშვილი – ვაშლევი;
მარიამ ბერაძე – ხიდარი;
ანა კვინიკაძე – წიფა;
გიორგი შუბითიძე – ნადაბური;
ქეთევან დვალი – წყალაფორეთი;
მარიამ ლომსაძე – საღანძილე;
ფერიდე ბერაძე – ბორი;
ქეთევან ცხადაძე – მოლითი;
ვლადიმერ მაღრაძე – ლაშე;
ფატი შათირიშვილი – ზვარე;
გია ლომიძე – ვერტყვიჭალა;
მარიამ მაქაძე – ბაზალეთი.
მომდევნო ეტაპში გადასულთაგან 30 ქულიდან 24 ქულა მოაგროვა წიფის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა კვინიკაძემ, 22 ქულა – სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე სოფო შველიძემ, 20-20 ქულა – ბორისა და მოლითის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ფერიდე ბერაძემ და ქეთევან ცხადაძემ.
კონკურსის შემდეგი ეტაპი, „ეტალონის“ ორგანიზატორთა ხელმძღვანელობით, 3 ნოემბერს ხარაგაულში ჩატარდება.
ვუსურვებთ „ეტალონის“ ხარაგაულელ მონაწილეებს შემდგომ წარმატებებს.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი