

16-18 ოქტომბერს საგარეჯოში გაიმართა გიორგი გზირიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.
ტურნირში მონაწილეობდნენ ხარაგაულის სპორტის მართვისა და განვითარების მუნიციპალური ცენტრის მოჭიდავეები (მწვრთნელები რევაზ შერგელაშვილი, ანზორ მაღრაძე).
ტურნირის ჩემპიონი 69 კგ წონით კატეგორიაში გახდა ევსემი შველიძე.
მეორე ადგილი 58 კგ. წონით კატეგორიაში დაიკავა შოთა თაბაგარმა.
დავით გელაშვილი მესამე ადგილზე გავიდა 50 კგ. წონით კატეგორიაში.
მწვრთნელ რევაზ შერგელაშვილის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობდნენ მოჭიდავეები თბილისიდან, რუსთავიდან, გორიდან, ყვარელიდან, გურჯაანიდან და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებიდან. რევაზ შერგელაშვილი ხარაგაულელ სპორტსმენთა შედეგებით კმაყოფილია.
შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულელ მოჭიდავეებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში