

113 მოსწავლე ჩაერთო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 25 საჯარო და ერთი კერძო სკოლიდან პროექტ „ეტალონის“ შესარჩევ ტურში.
ამ ტურის მოსწავლეები თავად სკოლებმა გამოავლინეს.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, მონაწილეებისთვის ოცდაათ შეკითხვიანი ტესტი თავად „ეტალონის“ ორგანიზატორებიდან მიიღეს. მისივე თქმით, თითოეული სკოლიდან საუკეთესო შედეგის ერთი მოსწავლე გადავა შემდეგ ეტაპზე. თანაბარი ქულების შემთხვევაში კი გადამწყვეტი იქნება დავალების შესრულების დრო.
დავით კიკნაძის ინფორმაციით, კონკურსის შემდეგი ეტაპი 3 ნოემბერს ისევ ხარაგაულში ჩატარდება „ეტალონის“ ორგანიზატორთა ხელმძღვანელობით.
ვარძიის საჯარო სკოლის მოსწავლე ილია ოკრიბელაშვილმა ყველა შეკითხვას უპასუხა. მან და მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ფცქიალაძემ გვითხრეს, რომ შეკითხვები საშუალო სირთულის აღმოჩნდა.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნათია კიკნაძეს შეკითხვები ეადვილა. ნათიას თქმით, ყველა შეკითხვა საგნობრივი იყო.
„საკმაოდ რთული ტესტებია, მაგრამ შეძლებისდაგვარად გავართვი თავი. მოუთმენლად ველოდები შედეგებს“ – აღნიშნა ხევის საჯარო სკოლის მოსწავლე რომა გრიგალაშვილმა.
„ეტალონის“ შესარჩევი ტური ხარაგაულში, ადმინისტრაციული შენობის დარბაზში ჩატარდა.
დავით კიკნაძის ინფორმაციით, შედეგები ორშაბათს, 19 ოქტომბერს, გამოცხადდება.
ნინო კაპანაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი