ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მაგიდის ჩოგბურთში მუნიციპალური თამაში გაიმართა.

ამ შეჯიბრებაში პირველი ადგილი ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის გუნდმა (სპორტის მასწავლებელი უჩა ცხადაძე) დაიკავა. ეს გუნდი იმერეთის რეგიონულ ტურში იასპარეზებს.

ვულოცავთ გამარჯვებულ გუნდს და ვუსურვებთ წარმატებულ ასპარეზობას რეგიონულ ტურზე.

2026-2027 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში რაიონული შეჯიბრებები უკვე ჩატარდა მძლეოსნობა – ამანათრბენსა და ფრენბურთში.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოში 2014 წლიდან ტარდება.