

ხარაგაულში 10-11 ოქტომბერს რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ორგანიზებით მხატვართა პლენერი გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორის, იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, პლენერში მონაწილეობდა 26 მხატვარი. მათგან სამი ხარაგაულელი და ხუთი ქუთაისელი. დანარჩენი მხატვრები ხარაგაულს თბილისიდან ესტუმრენ.
პლენერში ასევე მონაწილეობდა თბილისის #1 სახელოვნებო სამხატვრო სკოლის ხუთი მოსწავლე და ხუთი მასწავლებელი. დაიხატა ხარაგაულის, ლაშის, ქროლის, ფარცხნალის, ღუდუმექეთის, ლეღვნის, ვერტყვიჭალის, ვაშლევის, ვერტყვილის, ლეღვნის, ბაზალეთის, ვარძიის, ღორეშის, თეთრაწყაროს ხედები.
იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, მასტერკლასები ხატვით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ჩაატარეს ქეთევან კორძახიამ და და ალექსანდრე ციხელაშვილმა.
ხარაგაულის შემოსასვლელში, დევების ქანდაკებებთან, მოეწყო მხატვრების მიერ 24 საათის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა. გამოფენასთან ერთად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართება შემოდგომის ზეიმი.
ღონისძიება გაალამაზა კიცხელთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ოდილამ.“
იზა ვეფხვაძე დიდ მადლობას უხდის ყველა იმ ოჯახს, რომელთაც უმასპინძლეს მხატვრებს და დაუვიწყარი იმერული სითბო და სიყვარული გაატანეს.
ღორეშაში მცხოვრები მხატვარი რუსუდან ფოჩხუა ამბობს, რომ კარგ ღონისძიებას ჩაეყარა ხარაგაულში საფუძველი. მან პლენერზე ღორეშის გზის ის მონაკვეთი დახატა, სადაც რამდენი წლის წინ ქვაზე ღვთისმშობლის ხატი დაწერა. „მიხარია, ამდენ კარგ ხელოვანს რომ შევხვდი, წვიმაც ლამაზია, როცა სიყვარული სუფევს. ჩემთვის ხატვა ყველაფერია. მადლობა ღმერთს ამ დღისთვის,“ – ამბობს რუსუდან ფოჩხუა.
ხარაგაულელი მხატვარი ჟუჟუნა კალანდაძე მიიჩნევს, რომ ხარაგაულის ისტორიაში მნიშვნელოვან ღონისძიებას ჩაეყარა საფუძველი. მისივე თქმით, პლენერში მონაწილეობა ძალიან საპასუხისმგებლო და საინტერესო იყო თითოეული მონაწილისთვის.
სამხატვრო პლენერის მონაწილეებმა ღონისძიების კიდევ ჩატარების სურვილი გამოთქვეს.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი