

საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალი ,,გორი 2015“ ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“ გაიხსნა.
ფესტივალის ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი.
ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე მოხარულია, რომ ფესტივალი სახალხო თეატრებისთის იმართება და კონკურენტული გარემო თანაბარია.
ფესტივალში მონაწილეობენ სამტრედიის, საგარეჯოს, საჩხერის, წყალტუბოს, ბორჯომის, ბაღდათის, ჩოხატაურისა და ხელვაჩაურის სახალხო თეატრები.
ფესტივალი 23 ოქტომბერს საზეიმოდ დაიხურება, სადაც დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები.
სახალხო თეატრების ფესტივალის ჟიურის წევრები არიან თეატრმცოდნეები – ნიკა წულუკიძე, ლელა ოჩიაური და ლაშა ჩხარტიშვილი.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი