

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით ხარაგაულში ორგანიზაციებს შორის „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.
სპორტულ შეჯიბრებაში გამგეობის, შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის, კულტურის ცენტრისა და სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის გუნდები მონაწილებდნენ.
ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ხარაგაულის გამგეობისა და სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის გუნდები. დაძაბულ ორთაბრძოლაში გამგეობის გუნდმა გაიმარჯვა.
კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის სპეციალისტი ახალგაზრდობის საქმეთა საკითხებში ხათუნა ტაბატაძის ინფორმაციით,მხიარულ სტარტებში მონაწილე ოთხივე გუნდი ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს. სიმბოლური საჩუქრები გადასცეს ღონისძიების ოპერატორს გოგი კვირიკაშვილს და წამყვან გიორგი ჭიპაშვილს.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი