

ორგანიზაციის – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დროებითი ღონისძიების გამოცემის გზით, დააკმაყოფილა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბექა შონიასთვის სუნთქვის აპარატისა და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღების მოთხოვნა.
ბექა შონია 5 წელია ვერ გამოდის სახლიდან, გარემოს მიუწვდომლობის გამო ვერ იღებს ვერანაირ სამედიცინო მომსახურებას, ხოლო სუნთქვის აპარატის საყიდლად მისმა ოჯახმა საცხოვრებელი ბინა გაყიდა.
ორგანიზაციის ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დიუშენის დისტროფიის მქონე პირმა საკუთარი და მსგავსი დიაგნოზის მქონე პირებისათვის, სასამართლოსთვის მიმართვის გზით, მოიპოვა სამედიცინო მომსახურება და სასიცოცხლოდ აუცილებელი აპარატი მიმართვიდან ერთი თვის განმავლობაში.
„აღნიშნული პრეცედენტი საშუალებას მისცემს ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ისარგებლოს ანალოგიური მომსახურებით, აგრეთვე სასამართლოსთვის მიმართვის გზით“, – აღნიშნულია ორგანიზაციის – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებაში.
როგორც ორგანიზაცია წერს, ბექა შონიას საქმის განხილვა გაგრძელდება ზიანის სრულად ანაზღაურებისა და ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში ძირეული ცვლილებების მიღწევამდე, დიუშენის დისტროფიის მქონე ყველა პირის უფლებების დაცვის მიზნით.
წელიწადზე მეტია, დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლები ამ დაავადების მკურნალობისა და მართვისთვის მნიშვნელოვანი, ახალი მედიკამენტების შემოტანას ითხოვენ. 2026 წლის თებერვლიდან ისინი ქუჩაში გამოვიდნენ და საპროტესტო აქციები დაიწყეს.
3 ივლისს მშობლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ერთ-ერთი მედიკამენტის საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ეტაპზეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის
ორგანიზაციის – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დროებითი ღონისძიების გამოცემის გზით, დააკმაყოფილა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბექა შონიასთვის […]
კვიპროსში მოღვაწე სასულიერო პირი – დეკანოზი ზაქარია (ფერაძე)
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს
ნაურუმ დიპლომატიური ურთიერთობა