

სახალხო თეატრების ფესტივალს გორში 11 ოქტომბერს ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახალხო თეატრი გახსნის სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი.“ რეჟისორ ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, ფესტივალის ჟიურის შეამდგენლობაში არიან თეატრთმცოდნეები ლაშა ჩხარტიშვილი, ნიკა წულუკიძე და ლელა ოჩიაური.
„ვღელავ, რადგან გორში, დიდი თეატრალური ტრადიციების მქონე ქალაქში, გვიწევს გამოსვლა. ამავე დროს ძალიან საპასუხისმგებლოა, რომ ფესტივალს გახნის ხარაგაულის სახალხო თეატრი. ღირსეულად უნდა წარვდგეთ მაყურებლის წინაშე,“ – ამბობს ირინე ჩხეიძე.
გორის სახალხო თეატრების ფესტივალში მონაწილეობენ სამტრედიის, საგარეჯოს, საჩხერის, წყალტუბოს, ბორჯომის, ბაღდათის, ჩოხატაურისა და ხელვაჩაურის სახალხო თეატრები. ფესტივალი 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში