

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, ოქტომბერი საინტერესო და დატვირთული იქნება ხარაგაულის შემოქმედებითი კოლექტივებისთვის.
აკაკი წერეთლის დაბადების 175 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები:
11 ოქტომბერს ზესტაფონში ტრადიციული ფესტივალი „ვარინკობა“ ჩატარდება. ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, ამ ფესტივალზე ხარაგაულიდან მომღერალი სალომე კვირიკაშვილი წარდგება.
15 ოქტომბერს საჩხერეში გაიმართება აკაკი წერეთლის ლექსებზე შექმნილი სიმღერების ფესტივალი, სადაც ხარაგაულელი თინათინ ლურსმანაშვილი და თეა ჯანიაშვილი იმღერებენ;
ოქტომბრის ბოლოს საჩხერეში ქართული გალობის ფესტივალია დაგეგმილი, რომელშიც ჩაერთვება ხარაგაულელ მგალობელთა გუნდი რეგენტ თორნიკე ბაკურაძის ხელმძღვანელობით.
„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოქტომბრის ბოლოს ქუთაისში მოეწყობა საქართველოს ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალი, რომელშიც ხარაგაულის ყველა შემოქმედებითი კოლექტივი მონაწილეობს. ვფიქრობ, ფესტივალებიდან საინტერესო გამოცდილებით დავბრუნდებით“ – ამბობს ირინე ჩხეიძე.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების