

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეები დღეს, 22 ივლისს, ბოლო გამოცდას ფიზიკაში აბარებენ. გამოცდა ერთ სესიად მიმდინარეობს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ფიზიკის გამოცდაზე რეგისტრირებულთა 89%-ზე მეტი გამოცხადდა.
პარალელურად, გამოცდა მიმდინარეობს მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის კომპიუტერულ ტექნოლოგიებში (წერითი ნაწილი). ამ გამოცდაზე 73%-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი გამოცხადდა, დაიგვიანა ორმა აპლიკანტმა.
ხვალიდან, 23 ივლისიდან, 2026 წლის საგამოცდო პროცესში მაგისტრანტობის კანდიდატებიც ჩაერთვებიან. საერთო სამაგისტრო გამოცდა 23 ივლისს წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში, ხოლო 24 ივლისს – ლოგიკურ მსჯელობასა და რაოდენობრივ მსჯელობაში ჩატარდება.
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეები დღეს, 22 ივლისს, ბოლო გამოცდას ფიზიკაში აბარებენ. გამოცდა ერთ სესიად მიმდინარეობს. შეფასებისა და გამოცდების […]
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს.
2026 წლის პირველი იანვრიდან მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია
ხარაგაულში 23 ივლისს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეწყდება.
რა ხდება დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში,