

ღორეშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის, მიროწმინდის წმიდა ნიკოლოზის სახელობის, ხორითში ღვთაებისა და ნუნისის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ეს ინფორმაცია ხარაგაულის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნიკო დეკანოსიძემ მოგვაწოდა. ივლისში ნიკო დეკანოსიძის წერილის საფუძველზე ხარაგაულში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ ეკლესიები და არქიტექტურული ნაგებობები მოინახულეს.
ნიკო დეკანოსიძის ინფორმაციით, მუშავდება პროექტი მიროწმინდის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის სარესტავრაციოდ. მისივე თქმით, მოძიებულია რესტავრაციის დამფინანსებელი და პროექტის დასრულებისთანავე ეკლესიის რესტავრაცია დაიწყება.
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან გვაცნობეს, რომ მუშავდება სხვა ობიექტების სააღრიცხვო დოკუმენტაცია და ეტაპობრივად განიხილება მათთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭება.
ვესაუბრე ძეგლთა აღნუსხვა-დოკუმენტირების სამსახურის უფროსს, ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძეს და ვთხოვე, რომ ღარიხევის საუკუნოვანი სკოლის შენობას მიენიჭოს უძრავი ძეგლის სტატუსი. დამპირდა, რომ ჩამობრძანდებიან და ადგილზე შეისწავლიან,“ – ამბობს ნიკო დეკანოსიძე.
ძეგლის სტატუსის მინიჭება ამაღლებს ეკლესიისა თუ სხვა შენობა-ნაგებობის მნიშვნელობას. სტატუსის მინიჭების შემდეგ სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას მის მოვლა-პატრონობაზე და თვითნებური ჩარევა ძეგლის იერსახეში შეუძლებელი იქნება.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი