

უბისა-ღორეშა-ბაზალეთის დამაკავშირებელი ცენტრალური სასოფლო გზის რეაბილიტაციის (კაპიტალური შეკეთება) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად ხარაგაულის მუნიციპალიტეტისგან გამოცხადებულ ტენდერში ოთხი პრეტენდენტი მონაწილეობდა.
ტენდერი 15 000 ლარზე იყო გამოცხადებული. სატენდერო კომისიამ ტენდერში გამარჯვებულად ცნო ი/მ „ზვიად გოგოლაძე“, რომელმაც ელექტრონული ვაჭრობის დროს დააფიქსირა თანხა 7 850 ლარი. 29 სექტემბერს ი/მ „ზვიად გოგოლაძესთან“ ხელშეკრულება გაფორმდა. ტენდერში გამარჯვებულმა ინდმეწარმემ ივალდებულა, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას 3 ნოემბრის ჩათვლით მოამზადებს.
თავად პროექტის, უბისა-ღორეშა-ბაზალეთის დამაკავშირებელი 16 კილომეტრიანი სასოფლო გზის რეაბილიტაციას (კაპიტალური შეკეთება), სავარაუდოდ, ოთხი მილიონი ლარი დასჭირდება.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების