

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქაღალდის არქივის ცენტრალიზებას, ციფრულ ფორმატში გადატანასა და სისტემატიზაციას აგრძელებს. პროექტის ფარგლებში ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში არსებული ქაღალდის დოკუმენტაცია მთლიანად ლილოში არსებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში განთავსდება.
ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სამეწარმეო რეესტრისა და ტექბიუროს არქივების ცენტრალიზება. ცენტრალიზებულია უძრავ ქონებაზე უფლებათა რეესტრის არქივის 81%, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრის არქივის 81% და კანცელარიის დოკუმენტაციის 81%.
ამჟამად საჯარო რეესტრში თბილისში გადმოტანილი არქივების აღწერა და დახარისხება მიმდინარეობს. სამუშაოების 77% უკვე დასრულებულია. პარალელურად, გრძელდება ქუთაისიდან იმერეთის რეგიონის, ახალციხიდან კი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის არქივების ლილოში გადმოტანაც.
არქივების ცენტრალიზებამდე საჯარო რეესტრის დოკუმენტაცია არასტანდარტულად აღწერილი, სხვადასხვა ადგილას გაფანტული და ნაკლებად დაცული იყო, რაც მათი გაყალბების ან დაკარგვის შესაძლებლობას ქმნიდა. პროექტის განხორციელების შედეგად, მთლიანი საარქივო მასალა ერთ წერტილში, უსაფრთხოდ მოიყრის თავს, გაუმჯობესდება ხელმისაწვდომობა დოკუმენტებსა და მონაცემებზე, სრული და უტყუარი მონაცემთა ბაზა კი უზრუნველყოფს ნაკლებ ხარვეზებს სარეგისტრაციო და საინფორმაციო მომსახურებაში, ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცვას კი კიდევ უფრო მაღალ სტანდარტზე აიყვანს.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი