

ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე სინოპტიკოსები საქართველოში ტემპერატურის მკვეთრ მატებას ვარაუდობენ.
მსოფლიოში მიმდინარეობს ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენა – ელ-ნინიო, – წყნარი ოკეანიდან ჰაერის ძლიერი ცხელი ნაკადების გავრცელება.
რამდენად დიდი საფრთხე ემუქრება საქართველოს და რა ზომები უნდა გატარდეს, – ამ შეკითხვებით „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარეს, ნინო ჩხობაძეს მივმართეთ.
„ძალიან მაღალი სიცხეები აღმოსავლეთ საქართველოში აგვისტოშია მოსალოდნელი, – ამბობს ნინო ჩხობაძე, – დასავლეთ საქართველოში შეიძლება უფრო წვიმიანი ამინდები იყოს, მაღალი ტემპერატურის პარალელურად. ეს წვიმა ერთჯერადად ძალიან უხვი იქნება.
მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი ზამთარშიც. მოკლედ, ჩვენ დავკარგეთ გაზაფხული და ახლა ვკარგავთ შემოდგომასაც.
ელ-ნინიო ბუნებრივი მოვლენაა. თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, ახლა უფრო მაღალი ტემპერატურით გამოირჩევა. ვფიქრობ, აგვისტო გაუსაძლისად ცხელი იქნება, რადგან ძლიერი სითბური ტალღების შემოჭრაა მოსალოდნელი. რამდენად გაუძლებს ჩვენი ინფრასტრუქტურა მაღალ ტემპერატურას, არ ვიცი.
იმედია, რომ ჩვენ ცოტათი უფრო შეგვირბილდება მდგომარეობა და სიცხე 50 გრადუსს არ გადააჭარბებს, მაგრამ მაღალი სიცხეები ნამდვილად დაფიქსირდება.
პირველ რიგში, წყალი უნდა მოვიმარაგოთ. ძალიან მეშინია, რომ წყალმომარაგების სისტემები რეგიონებში მაინცდამაინც გამართული არ გვაქვს. ქალაქში გამაგრილებელი სისტემები თითქმის ყველა ოჯახშია. თუმცა, სოფლებში რამდენად მიუწვდებათ ხელი, არ ვიცი.
ამიტომ სოფლებში ძლიერ სიცხეს თავი ჩრდილში უნდა შევაფაროთ. მითუმეტეს, იმერეთში ქარ-სიცხეებია მოსალოდნელი.
ასაკოვანი ადამიანებისთვის ეს სეზონი პრობლემური იქნება.
გააქტიურდება მეწყრული პროცესები, მიწის ეროზიები უფრო მასშტაბური გახდება, სითბური აირების მომატების გამო, შესაძლოა, გაძლიერდეს ღვარცოფული ნაკადების საფრთხე.
ფაქტია, მთელ დედამიწაზე კლიმატი შეიცვალა და სეზონები გაქრა. ორი სეზონი გვრჩება – ზამთარი და ზაფხული“, – ამბობს ნინო ჩხობაძე.
ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე სინოპტიკოსები საქართველოში ტემპერატურის მკვეთრ მატებას ვარაუდობენ. მსოფლიოში მიმდინარეობს ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენა – ელ-ნინიო, […]
რა ხდება დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტრადიციული
დღეს, 2 ივლისს, თეატრალური ფესტივალის „თეატრალური იმერეთის“
ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი