

პრობლემა, რომელიც ძალიან ბევრ მშობელს აერთიანებს, ბავშვების წიგნით დაინტერესებაა. ყველას გვინდა ჩვენი შვილების საყვარელ გატაცებად მხოლოდ წიგნი იქცეს.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოსწავლეების აქტიურ მკითხველებად ჩამოყალიბებაში. ბიბლიოთეკის მრავალფეროვანი და საინტერესო რესურსი ხელს უწყობს ბავშვებში წიგნიერების დონის ამაღლებას. ბიბლიოთეკას სასწავლო პროცესში მრავალმხრივი დატვირთვა აქვს. მისი სამკითხველო დარბაზი და მრავალფეროვანი რესურსი გამოიყენება როგორც პროგრამით გათვალისწინებული, ასევე კლასგარეშე აქტივობებისათვის. მოსწავლეებს საშუალება აქვთ წაიკითხონ როგორც თანამედროვე, ისე კლასიკური საბავშვო ნაწარმოებები. ლიტერატურის ვურჩევთ მოსწავლეთა ასაკის, ინტერესების სფეროს, შესაძლებლობების და კითხვის დონის გათვალისწინებით.
ბიბლიოთეკა ულოცავს მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და უსურვებს ნაყოფიერ სასწავლო წელს.
ცენტრალური ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებამ ხარაგაულის №2, №3 საჯარო სკოლების და წმ. ანდრიაპირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის პირველკლასელები ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე ბიბლიოთეკის გაცნობის მიზნით მოიწვია. პატარებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში