

72 წლის ექიმ-პედიატრს, აკადემიკოს გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილს სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მას და კიდევ 64 პირს ბრალი ედებათ 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის დროს ათონელის სასახლესთან სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობაში. 64 პირიდან საპროცესო შეთანხმება 22 პირს გაუფორმდა.
თავად გოგი ჩახუნაშვილი ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ აქციაზე ფიზიოლოგიური ხსნარითა და გამოხდილი წყალით მივიდა და თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, – დაშავებულ დემონსტრანტებს ეხმარებოდა.
გოგი ჩახუნაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება ხარაგაულის საავადმყოფოს კარდიოლოგს ვლადიმერ თხელიძეს ვთხოვეთ.
„მე და გოგი ჩახუნაშვილი ერთად ვსწავლობდით ინსტიტუტში – ის პედიატრიის ფაკულტეტზე, მე სამკურნალოზე და საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვქონდა, – ამბობს ვლადიმერ თხელიძე, – რამდენადაც ვიცი, ის 4 ოქტომბრის აქციაზე ასრულებდა ექიმის მოვალეობას, – ეხმარებოდა დაზიანებულ ხალხს.
რაც შეეხება მის აზრს, თუ ვის ემხრობა, ეს ადამიანის არჩევანია. ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველას გვაქვს ჩვენი აზრის დამკვიდრებისა და გამოხატვის უფლება.
სტუდენტობისა და ახალგაზრდობის დროს გოგი არასდროს ყოფილა „ბუნტისთავი“. ეს ახალგაზრდობიდან იწყება. ახლა ვითომ რატომ გამოხატავდა აგრესიულობას. ეს ნამდვილად არ შეეფერება მის ნატურას, მის ინდივუდუალურ ხასიათს.
გოგი ჩახუნაშვილი ღვაწლმოსილი და დამსახურებული ექიმია“.
72 წლის ექიმ-პედიატრს, აკადემიკოს გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილს სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას და კიდევ 64 პირს ბრალი ედებათ 2025 […]
კიცხის საჯარო სკოლაში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა პროექტის „სურსათის საიდუმლოებები
22 წლის დავით ბლიაძე ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხარაგაულის
დაიწყო ზაფხულის სიცხეები და შესაბამისად, სახლებსა