

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევასთან დაკავშირებული საქმის წარმოებას აგრძელებს
შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობის პირობებში, ამგვარი პრაქტიკა არსებითად უთანაბრდება ექსპერიმენტული იარაღის გამოყენებას, რამაც შეიძლება სისხლის სამართლებრივად დასჯადი არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაციასაც მიაღწიოს.
დღეს ორგანიზაცია წერილობით კომუნიკაციასთან ერთად, ღიად მიმართავს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევის კანონიერების საკითხთან დაკავშირებით.
გენერალურმა პროკურატურამ უნდა ჩაატაროს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირებისა და უშუალო ამსრულებლების გამოკითხვით. ვინაიდან სუს-ის მიერ წარმოებული გამოძიებით უკვე საჯაროდ დადასტურებულია, რომ შსს წყლის ჭავლში (თუნდაც 1 ღამის განმავლობაში) ქიმიურ ნივთიერებას ურევდა.
საიას მიერ დოკუმენტირებულია, რომ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევა გამოყენებული იყო დამატებით 5 სხვა ეპიზოდში: 2024 წლის 28, 29, 30 ნოემბერს, 1 და 3 დეკემბერს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა განმარტოს, რა სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით ხდებოდა ეს, ხოლო პროკურატურამ ეს საკითხი გამოძიების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად უნდა აქციოს.
საია განაგრძობს დაზარალებულთა უფლებების დაცვას და სამართლებრივ ადვოკატირებას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე და საზოგადოებას დროდადრო განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევასთან დაკავშირებული საქმის წარმოებას აგრძელებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობის პირობებში, ამგვარი […]
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ინფრასტრუქტურის
კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები რეგიონებში მოსახლეობას ხვდებიან.
სომხეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით,
ხუნევი-გედსამანიის მოსახლეობა, სამი წელია, რიკოთის ავტობანზე ასასვლელ-ჩამოსასვლელს ითხოვს.