გაეროს ბავშვთა ფონდისა და საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ „ბავშვის უფლებების“ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას 2026 წლის აპრილში უპირობო აკრედიტაცია მიენიჭა.

პროგრამა სტუდენტებს ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ სამართლებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო და ფსიქოლოგიურ საკითხებზე სიღრმისეულ ცოდნას სთავაზობს და ამ სფეროში კვალიფიციური პროფესიონალების მომზადებას შეუწყობს ხელს.