

დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში ეკომიგრანტების სტატუსით კომპენსაციის მიღების მსურველი ოჯახების რაოდენობა გაიზარდა.
ეს ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ნანა კიკნაძემ მოგვაწოდა,
მისი ინფორმაციით, ამ ორ სოფელში მეწყერით დაზარალებულმა 34-მა ოჯახმა თანხმობა განაცხადა, რომ საკომპენსაციო თანხა ეკომიგრანტის სტატუსით მიიღოს. ამ 34 ოჯახიდან თანხა 25 ოჯახს უკვე ჩაერიცხა. დანარჩენი ოჯახების განცხადებები ეკომიგრანტთა სააგენტოში განხილვის პროცესშია. საკომპენსაციო თანხა 30 ათასი ლარიდან 50 ათას ლარამდეა.
50 ათას ლარს მიიღებენ ის ოჯახები, რომელთაც სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი არ გააჩნიათ, ხოლო 30 ათას ლარს ის ოჯახები, – თუ მათ აქვთ ან ჰქონდათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი 2025 წლის 1 ივნისის მდგომარეობით.
P.S. ამ სტატიას სოციალურ ქსელში მნიშვნელოვანი გამოხმაურება მოჰყვა.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!