

სოფელ ვარძიაში ყოფილი მაღაზიის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და სახიფათოა იქვე მდებარე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის.
ამის შესახებ საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე შალვა ლურსმანაშვილმა ბიუროს 22 სექტემბრის სხდომაზე ისაუბრა.
„ეს საკითხი პრობლემატურია, – ამბობს გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი როინ გელაშვილი, – ქონების მართვის სააგენტოს მივმართეთ, მაგრამ ვერ არეგისტრირებს, რადგან ამ შენობაზე სასამართლო დავა წარმოებს რაიკავშირსა და სახელმწიფოს შორის.
საკრებულოს აპარატის უფროსის, ლენა კალანდაძის თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მიმართოს ქონების მართვის სააგენტოს, რომ ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და გამონაკლისის სახით მოხდეს დემონტაჟი. „რომელიმე ბავშვს რომ რამე დაემართოს, პასუხისმგებელი იქნება თვითმმართველობა, თუ არანაირი ღონისძიება არ გავატარეთ,“ – ამბობს აპარატის უფროსი.
როინ გელაშვილის თქმით, ამ საკითხზე კიდევ ერთხელ მიმართავენ ქონების მართვის სააგენტოს.
ნინო კაპანაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი