

დღეს, 20 მაისს, საქართველოს სკოლებში მეთორმეტე კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მოქმედი 21 საშუალო სკოლა 139-მა მეთორმეტე კლასელმა დაამთავრა. მათგან 30 კურსდამთავრებული ოქროს, 2 კი – ვერცხლის მედლის მფლობელია.
ერთი კურსდამთავრებული ჰყავს ლაშის საჯარო სკოლას, ხოლო წყალაფორეთისა და ნადაბურის საჯარო სკოლებს – არც ერთი.
ამ წუთებში ხარაგაულის საკათედრო ტაძარში ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) და ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი თომა (ლაცაბიძე) კურსდამთავრებულებისთვის წირვას აღავლენენ. წირვის შემდეგ კი ახალგაზრდებს დალოცავენ.
ამის შემდეგ სკოლებში და ხარაგაულის კინოთეატრში საზეიმო ღონისძიება გაიმართება სკოლა-გიმნაზიის, ხარაგაულის #2 და ხარაგაულის #3 სკოლის მეთორმეტეკლასელების მონაწილეობით.
ვულოცავთ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გასვლას. ბედნიერ და წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!