

ხარაგაულის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში ჩამოწერილი წიგნების თაობაზე გადაწყვეტილება სასწრაფოდაა მისაღები.
ამის თაობაზე საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მარინე ვეფხვაძემ 22 სექტემბერს ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.
ჩამოწერილი წიგნები, მარინე ვეფხვაძის თქმით, ან უნდა გაიცვალოს ახალ წიგნებში, ან ჩაბარდეს მაკულატურად. მისივე ინფორმაციით, თუ ეს პროცესი კიდევ გადაიდო, აღარ ივარგებს წიგნები მაკულატურისთვის. ამავე დროს ჩამოწერილი წიგნები ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც სახიფათოა.
გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსის, როინ გელაშვილის თქმით, მათ მოიძიეს ის პირები, ვინც ჩამოწერილ წიგნებს ახალში გაცვლიდა, მაგრამ ისინი წიგნების გაცვლას მხოლოდ თბილისში ახორციელებენ.
„ერთადერთი დაგვრჩა ის, რომ აუქციონის წესით გავყიდით როგორც მაკულატურა, – ამბობს როინ გელაშვილი, – აუდიტორისგან ერთი კილოგრამი ჩამოწერილი წიგნი ათ თეთრადაა შეფასებული. სულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში 40 ათასი (8 ტონა) წიგნია ჩამოწერილი.“
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი