

ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით, ქუთაისში საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომელიც იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანია, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მათი ინფორმირება და რისკების თავიდან აცილების საშუალებების გაცნობა.
პროექტს – „რეგიონული მედია ტრეფიკინგის პრევენციისთვის იმერეთში“- საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია ახორციელებს. პირველი საინფორმაციო შეხვედრა იმერეთის რეგიონში არსებული პრესიის, ტელე-რადიო მაუწყებლობისა და ინტერნეტმედიის წარმომადგენლებისათვის გამართება 2015 წლის 24 სექტემბერს ქუთაისში, პრესის სახლში, მეოთხე სართულზე, 11:00 საათზე.
საინფორმაციო შეხვედრას წარმართავენ რეგიონული მედიის ასოციაციის, იუსტიციის სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ტრეფიკინგის პრევენციისათვის იმერეთის რეგიონში სხვადასხვა სახის საინფორმაციო ღონისძიება ჩატარდება. შეხვედრებზე მსმენელებს განუმარტავენ არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის საფრთხეებს, როგორ დაიცვან თავი, რათა არ იქცნენ ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლად; როგორ ებრძვის სახელმწიფო ტრეფიკინგს და რა დახმარებას სთავაზობს სახელმწიფო დანაშაულის მსხვერპლსა და დაზარალებულს.
საინფორმაციო შეხვედრაზე გამოცხადდება კონკურსი რეგიონული მედიისთვის, საუკეთესო ბეჭდური სტატიის, საუკეთესო მულტიმედიური ონლაინმასალის, საუკეთესო ტელე და რადიო სიუჟეტისთვის. პროექტის დასასრულს, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და ინტელექტუალური პრიზებით.
იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის კოორდინატორს ნატო გუბელაძეს 599 107794; 577 247711
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“