

ანუკი ვერულიძე სარკეების დიზაინერია. ის ყვავილებითა და მძივებით ორიგინალურ ნამუშევრებს ქმნის. ანუკის მიერ დამზადებულ სარკეებს არა მხოლოდ უნიკალური ფერები და დეტალები გამოარჩევს, არამედ ხელმისაწვდომი ფასიც. ერთწლიანი საქმიანობის განმავლობაში ანუკის შემოქმედება არა მხოლოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მოსახლეობაშია პოპულარული. ანუკი ხელნაკეთ სარკეებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აგზავნის.
ანუკი წარმოშობით აჭარიდან, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკედანაა. ათი წლის წინ ოჯახი ახალსოფლელ დათო თაბუკაშვილთან ერთად შექმნა. ჰყავს სამი შვილი. ანუკი ხარაგაულის საავადმყოფოს რეგისტრატურაში მუშაობს.
რატომ გადაწყვიტა სარკეების გაფორმება, როგორ ქმნის დიზაინს და რა სამომავლო გეგმები აქვს, – ამ თემაზე სასასუბროდ ანუკი ვერულიძეს ვესტუმრეთ.
„სარკეების ორიგინალური დიზაინის შექმნის სურვილი ბავშვობიდან მქონდა, მაგრამ მაშინ ვერ შევძელი, – გვიამბობს ანუკი, – შემდეგ ერთმა მეგობარმა ლამაზად გაფორმებული სარკე მაჩუქა. თუმცა, ის სარკე გამიტყდა. მაშინ გადავწყვიტე, რომ თავად შემექმნა სარკეები ორიგინალური დიზაინით. ერთი წელია, ეს საქმე ჩემი ცხოვრების წესად იქცა. ოჯახი ყოველთვის მხარს მიჭერს.
სარკეებს, ძირითადად, ონლაინ ვყიდი. ამისთვის უნდა მომწეროთ ფეისბუქ გვერდზე – „ანუკი ვერულიძე“. ხარაგაულში ჩემი პროდუქცია მხოლოდ ნელი ჩუბინიძის მაღაზიაში იყიდება.
სარკეების ფორმასა და გასაფორმებელ მასალას კლიენტის სურვილის მიხედვით ვქმნი.
ფასი 35 ლარიდან იწყება. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩემი პროდუქციის მიწოდება უფასოა.
ჩემს ნამუშევრებში ადამიანებს ხარისხი, ორიგინალური ფერები, ხელნაკეთი დეტალები იზიდავს და რაც ძალიან მნიშნელოვანია, – ყველა სარკეს დიდი სიყვარულით ვქმნი. თითოეულ სარკეზე მუშაობისას ძალიან ბედნიერი ვარ. თუ ვინმეს სარკის გაფორმების სურვილი ექნება, სიამოვნებით ვასწავლი.
საერთოდ, ნებისმიერ საქმეში მნიშვნელოვანია მონდომება. ოჯახის მხარდაჭერა ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია“, – ამბობს ანუკი ვერულიძე.
ნინო კვინიკაძე
დღეს, 15 მაისს, საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაიწყო
ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე
დღეს, 13 მაისს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ხარაგაულის
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი