

ჯუმბერ და ნანი კვინიკაძეებმა ნახევარი საუკუნე მოსწავლების სწავლა-აღზრდას მიუძღვნეს. ორივე მათგანი ლაშის სკოლაში ასწავლიდნენ.
ჯუმბერ კვინიკაძემ 1971 წელს ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, ქალბატონმა ნანიმ კი 1996 წელს – ხარაგაულის პედაგოგიური ინსტიტუტი.
ჯუმბერ კვინიკაძემ პედაგოგიური საქმიანობა 1971 წელს დაიწყო და 2018 წლამდე ლაშის საჯარო სკოლაში მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ 26 წლის განმავლობაში ის ამავე სკოლის დირექტორის პოზიციასაც იკავებდა. მისი კარიერის საინტერესო ეტაპია 1972-79 წლები, როდესაც ხარაგაულის ადგილობრივ გაზეთში ლიტერატურულ მუშაკად მუშაობდა. ჩვენს შეკითხვაზე, სად უფრო იპოვა საკუთარი თავი, ბატონმა ჯუმბერმა გვიპასუხა, რომ მისთვის ჟურნალისტიკა და პედაგოგობა ერთმანეთისგან განუყოფელია.
ქალბატონი ნანი და ბატონი ჯუმბერი ამბობენ, რომ მასწავლებლისთვის უმთავრესი ბავშვის სიყვარული და მისი შინაგანი სამყაროს გაგებაა. მათ მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, მოსწავლე მაღალი აკადემიური მოსწრებით ვერ გამოირჩეოდეს, თუმცა, ყველა მათგანს აქვს ნიჭი და შესაძლებლობები. მასწავლებლის ვალია, რომ მოსწავლეს სწორედ იმ შესაძლებლობების გაძლიერებაში ხელი შუწყოს.
„ლაშის სკოლასთან განშორება ძალიან გამიჭირდა, – ამბობს ქალბატონი ნანი, – 40 წელი ვიმუშავე სკოლაში და მოსწავლეების გარეშე ყოველდღიური ცხოვრება ძალიან რთული აღმოჩნდა“.
„პედაგოგიური საქმიანობის შეწყვეტა მეც გამიჭირდა, თუმცა, უფრო მეტი დრო მაქვს პოეზიისთვის. ვამზადებ ლექსების კრებულს გამოსაცემად. პოეზია ჩემთვის ერთგვარი გაგრძელებაა იმ საქმის, რასაც მთელი ცხოვრება სკოლასა და რედაქციაში ვემსახურებოდი“, – ამბობს ბატონი ჯუმბერი.
ჩვენს შეკითხვაზე, რას გვისურვებენ „იმედი ხვალის“ სტუდენტებს, ღვაწლმოსილმა პედაგოგებმა ასე გვიპასუხეს.
ნანი კვინიკაძე: – „იმედი ხვალის“ სტუდენტებს გისურვებთ ლმობიერებასა და მოთმინებას.
ჯუმბერ კვინიკაძე: – სამართლიანობასა და მიუკერძოებლებას გისურვებთ. ჟურნალისტისთვის ხალხის ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანია.
ნათია კვინიკაძე
დღეს, 15 მაისს, საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაიწყო
ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე
დღეს, 13 მაისს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ხარაგაულის
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი