კალათბურთის გულშემატკივარი, ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლე და ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ სტუდენტი ლიზი კურტანიძე კალათბურთის სპორტული ვიქტორინის გამარჯვებულია.

ლიზიმ სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციისგან გამოქვეყნებულ ვიქტორაში დასმულ შეკითხვებს ზუსტი პასუხები ყველაზე სწრაფად გასცა.

„უნდა დაგვესახელებია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრებიდან ტოპ სამი მექულე, – ამბობს ლიზი კურტანიძე, – აღმოჩნდა, რომ ყველაზე სწრაფად და სწორად მე დავაკომენტარე. ეს კალათბურთელები იყვნენ – გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი და თორნიკე შენგელია.

ვიქტორინიდან რამდენიმე დღეში კალათბურთის ფედერაციიდან დამიკავშირდნენ და საქართველო-დანიის თამაშზე დასასწრები ორი ბილეთით დამაჯილდოვეს.

იმ მატჩს თბილისის სპორტის სასახლეში მე და მამაჩემი – ვალერი კურტანიძე დავესწარით. 15 წუთიანი შესვენების დროს მე და ამავე ვიქტორინის ფეისბუქგამარჯვებული ერთმანეთს შეგვაჯიბრეს თამაშში – Tic – Tac – Toe, რომელიც „საქართველოს ბანკის“ მიერ იყო ორგანიზებული. ის თამაშიც მოვიგე და ბანკმა 500 ლარით დამაჯილდოვა.

როგორც გამარჯვებული, დამასაჩუქრეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ატრიბუტიკით და რაც ყველაზე მეტად სასიხარულოა, საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრები ორი ბილეთით.

კალათბურთის გულშემატკივარი ვარ. ყველა ინფორმაციას ვეცნობი ეროვნული და მსოფლიო კალათბურთის გუნდების, მათი ტურნირების შესახებ. კალათბურთი მამამ შემაყვარა. მას ზოგადად სპორტი უყვარს და ჩვენს სახლში ტელევიზორში სულ სპორტული არხებია ჩართული.

ასე რომ, 5 ივლისს საქართველო-ესპანეთის მატჩს ისევ მამასთან ერთად დავესწრები“.