

ხარაგაულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში ბუნებრივი აირის მოწოდება, სავარაუდოდ, ნახევარ საათში ეტაპობრივად დაიწყება.
„სოჯარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის სერვისცენტრის უფროსის, ლევან აბაშიძისგან მოპოვებული ინფორმაციით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ყველა აბობენტთან უნდა შემოწმდეს გაზის ონკანები და დანადგარები.
ხარაგაულის, ზესტაფონის, ბოსლევის, წევისა და აჭარის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებელთა ბუნებრივი აირით მომარაგება შეწყვეტილი იყო ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ცენტრალური გაზსადენის დაზიანებული მონაკვეთის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო.
„სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ საცხოვრებელ სახლებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!