

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე მორიგი საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს.
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურიდან საკრებულოსადმი წარდგენილ განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსულია ა(ა)იპ-ების მოთხოვნები 2015 წლის სექტემბერ-დეკემბერში დამატებითი თანხის მოთხოვნის შესახებ. მუნიციპალიტეტის ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება მოთხოვნილი თანხების სრულად გამოყოფა, ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით ა(ა)იპ-ებს ამ ეტაპზე გამოეყოთ დამატებით სუბსიდია 83. 5 ათასი ლარის ოდენობით.
აქედან:
ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბი „ჩხერიმელა 2009″ – 30.0 ათ. ლარი;
ა(ა)იპ „კულტურის ცენტრი“ – 17.0 ათ. ლარი;
ა(ა)იპ ხარაგაულდასუფთავება – 30.0 ათ. ლარი;
ა(ა)იპ „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი“ – 5.5 ათ. ლარი;
ა(ა)იპ „ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი“ 1,0 ათ. ლარი.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის დეპუტატთა უფლებამოსილების ხარჯების შესავსებად დამატებით ესაჭიროება 25,6 ათ. ლარი, აქედან 20,0 ათ. ლარი შევსებული იქნას შრომის ანაზღაურების ხარჯებიდან და 5,6 ათ. ლარი მიიმართოს ნაშთიდან.
მუნიციპალიტეტის გამგეობას ესაჭირობა დამატებით 31,1 ათ. ლარი შრომის ანაზღაურების ხარჯების შესავსებად.
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს ასევე დამატებით ჭირდება 8,0 ათ. ლარი, აქედან შრომის ანაზღაურების ხარჯების შესავსებად 6,5 ათ. ლარი და 1,5 ათ. ლარი საოფისე ხარჯების გასაწევად.
ზემოთ აღნიშნული ხარჯების შესავსებად სულ საჭიროა 128,2 ათასი ლარი. ამ ხარჯების გაწევა მოხდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2015 წლის პირველი იანვრისათვის არსებული ნაშთიდან.
მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ წარმოდგენილი მომართვის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს სოფლის მხარდამჭერი პროგრამის თანადაფინანსების წესით განხორციელების უზრუნველყოფას, კერძოდ გზების, ხიდებისა და წყლის სისტემის თანადაფინანსებას, საჭიროა მუნიციპალიტეტის ორგანიზაციულ ბიუჯეტში დარგობრივი ცვლილება და სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ხარჯების დაფინანსებაში 30,7 ათ. ლარის გადმოტანა, მათ შორის გზების ხარჯებიდან 23,7 ათ. ლარი, წყლის სისტემის ხარჯებიდან 5,0 ათ. ლარი და ხიდების რეაბილიტაციის ხარჯებიდან 2,0 ათ. ლარი.
სულ ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე:
– ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში 9 627. 6 ათ. ლარი შემცირდეს 122. 7 ათასი ლარით და განისაზღვროს 9 504. 9 ათასი ლარით (შემცირება გამოიწვია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხების ტენდერებით დაზოგვამ).
– ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი ხარჯების ნაწილში 10 266. 2 ათასი ლარი გაიზარდოს 5,5 ათასი ლარით და განისაზღვროს 10271,7 ათასი ლარით.
აღნიშნული საბიუჯეტო ცვლილების პროექტს ხვალ, 17 სექტემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“