

23-26 აპრილს საქართველოს წიგნის ასოციაცია, ტრადიციულად, თბილისის წიგნის ბაზრობაზე გიწვევთ.
23 აპრილს, თბილისის წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს, თბილისის წიგნის ბაზრობა ოფიციალურად გაიხსნება და ოთხი დღის განმავლობაში ექსპო ჯორჯიას XI პავილიონში უმასპინძლებს წიგნის მოყვარულებსა და მკითხველებს.
23-26 აპრილს ექსპო ჯორჯიაში დაგხვდებათ საყვარელი გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, ახალი წიგნები, რომლებსაც პირველად სწორედ აპრილის წიგნის ბაზრობაზე შეხვდებით; გრანდიოზული ფასდაკლება, რომელსაც მთელი წელი ელოდით და როგორც ყოველთვის, მრავალფეროვანი ლიტერატურული თუ საზოგადოებრივი პროგრამა.
წიგნებთან ერთად, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნივთები, პოსტერები და ლიტერატურასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქსესუარი.
„წიგნებით თავისუფლებისთვის” – თბილისის წიგნის ბაზრობის მთავარი გზავნილია და წელსაც, სწორედ ამ იდეის გარშემო ერთიანდებიან წიგნის გამომცემლები, გამავრცელებლები და მკითხველები.
გამოფენა-გაყიდვის, ლიტერატურული პროგრამისა და მრავალფეროვანი საბავშვო აქტივობების პარალელურად, პირველად წიგნის ბაზრობის ისტორიაში მოეწყობა ახალგაზრდული სივრცე მოზარდებისთვის: „იკითხე, იფიქრე, გადაამოწმე“. სტენდის მიზანია, წიგნის ფესტივალის სტუმრებს შესთავაზოს გამოცდილება, რომელიც ლიტერატურას, თამაშს, შემოქმედებასა და განათლებას აერთიანებს.
სივრცე ახალგაზრდებს თანამედროვე სამყაროში კითხვის ახლებურად გააზრებაში დაეხმარება. დღეს კითხვა მხოლოდ წიგნის კითხვა აღარაა, ის ინფორმაციის გააზრება, გადამოწმება და მისი გაცნობიერებული გამოყენებაა.
ოთხი დღის განმავლობაში დაგეგმილი დატვირთული ლიტერატურული პროგრამა ოთხ სხვადასხვა სივრცეში რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს:
„სინათლე მედია“ დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად ამჯერად თბილისის წიგნის ბაზრობაზე ინტერაქციულ სივრცეს ქმნის, სადაც არაერთი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი.
სადაც სინათლეა, იქ მკითხველს შეუძლია მედიას პირისპირ შეხვდეს და ჩაერთოს თავისუფალ საუბრებში, ითამაშოს ინტერაქციული თამაშები, გააზიაროს მისთვის მნიშვნელოვანი თემები, რომლის ნახვაც მედიაში სურს, ისაუბროს ღია მიკროფონთან და ადგილზევე გახდეს სინათლე მედიის მხარდამჭერი.
სივრცეში ასევე წარმოდგენილი იქნება სინათლის წევრი მედიების გამორჩეული მასალები და ის მნიშვნელოვანი ამბები, რომლებიც დამოუკიდებელმა მედიამ საზოგადოებამდე მიიტანა.
ილიაუნი განათლების თავისუფლებისთვის
მიმდინარე „განათლების“ რეფორმა, რომელიც უდიდესი საფრთხეა როგორც განათლების ხელმისაწვდომობის, ისე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, სწორედ ამიტომ, წიგნის ბაზრობის მცირე სცენაზე საქართველოს წიგნის ასოციაცია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ შეხვედრების ციკლს: „ილიაუნი განათლების თავისუფლებისთვის“. რატომ არის ილიას უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები გამორჩეული, იქნება ეს ფილოსოფია, ლიტერატურათმცოდნეობა, გამოყენებითი ენათმეცნიერება, სამართალი, არქიტექტურა თუ ეკოლოგია. როგორ ასწავლის და რას სთავაზობს ილიაუნი ამ დარგების შესწავლით დაინტერესებულ სტუდენტებს. რატომ უნდა ჰქონდეს განათლებაზე უფლება ყველას, ვისაც ცოდნის შეძენის სურვილი აქვს – ილიაუნის პროფესორები წიგნის ბაზრობის სტუმრებთან ამ თემებზე ისაუბრებენ და შეეხებიან იმ გამოწვევებსაც, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა უმაღლესი განათლების სისტემა მიმდინარე ცვლილებების ფონზე.
თბილისის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის ასოციაცია. ორგანიზაცია 2025 წლის თებერვალში დაარსდა და უკვე 28 დიდ თუ მცირე გამომცემლობასა და წიგნის მაღაზიას აერთიანებს. დამოუკიდებელი გამომცემლები გაერთიანდნენ უმთავრესი მიზნით – დაიცვან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ხელი შეუწყონ ქვეყანაში წიგნის ინდუსტრიისა და ლიტერატურული პროცესების განვითარებას. როგორც 2025 წელს, წლევანდელი თბილისის წიგნის ბაზრობაც იმკითხველსა და წიგნის ინდუსტრიის სექტორის წარმომადგენლებს ფუნდამენტური ღირებულებების ირგვლივ გააერთიანებს.
პარტნიორები და მხარდამჭერები:
თბილისის წიგნის ბაზრობის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ბანკი. ბაზრობის პარტნიორია პოლონეთის ინსტიტუტი თბილისში. პროექტი მხარდაჭერილია გაეროს მოსახლეობის ფონდის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მეირ.
ბაზრობის ახალგაზრდული სივრცის წარმდგენია ესტონეთის საელჩო საქართველოში.
ბაზრობის სპონსორები არიან: ზუმერი, ჯიპიაი ჰოლდინგი, Extra.ge და wize.ge
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ
23-26 აპრილს საქართველოს წიგნის ასოციაცია, ტრადიციულად, თბილისის წიგნის ბაზრობაზე გიწვევთ. 23 აპრილს, თბილისის წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს, თბილისის […]
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოწყვლად მდგომარეობაში
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ
30 მარტს ევროკავშირის საბჭომ საბოლოო დასტური მისცა